გვინდა, ვნახოთ მტკიცებულებები ყველასგან - ხალხით დაწყებული, მთავრობით დამთავრებული, რომ საქართველოს უნდა იყოს ევროპის ნაწილი - ფიცჯერალდი

09.11.23 20:29
გვინდა, ვნახოთ მტკიცებულებები ყველასგან - ხალხით დაწყებული, მთავრობით დამთავრებული, რომ საქართველოს უნდა იყოს ევროპის ნაწილი - ფიცჯერალდი

"ჩვენი ყველაზე დიდი გზავნილია - თუ თქვენ გინდათ იყოთ ევროპის ნაწილი, მოგესალმებით ევროპაში. თქვენ ევროპის ნაწილი უკვე ხართ. ჩვენ გვინდა იყოთ ამ ინსტიტუციებში," - ეს განცხადება ევროპარლამენტარმა ფრენსის ფიცჯერალდმა გააკეთა.

როგორც ევროპარლამენტარი ამბობს, ევროკავშირს ფიკუსი მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებზე აქვს გასწორებული და დემოკრატიული პროცესების მოლოდინი აქვს. გარდა არჩევნებისა, ევროპარლამენტარი ქვეყნის მთავარ გამოწვევად კორუფციასაც ასახელებს. 

ვფიქრობ, საქართველოს მომავალი ევროპის გულშია. ასე, რომ ესაა პოზიტიური სიგნალი პირველ რიგში, ქართველი ხალხისთვის, თუმცა ასევე, საქართველოს ხელისუფლებისთვის, რომელმაც ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ დააკმაყოფილოს კრიტერიუმები. ევროკავშირი არჩევნებთან დაკავშირებით ყოველთვის ამბობს, რომ ისინი სამართლიანი ჩანს, პროცედურა სწორია. ჩვენ ველით, რომ ვნახავთ ჩვეულებრივ, დემოკრატიულ კანონის უზენაესობას. 
გვჯერა, რომ ქართველ ხალხს უნდა გახდეს ევროკავშირის ნაწილი. გვინდა, ვნახოთ მტკიცებულებები ყველასგან - ხალხით დაწყებული, მთავრობით დამთავრებული, რომ საქართველოს უნდა იყოს ევროპის ნაწილი.    

არის კრიტერიუმები, რომელთა მიხედვით უნდა გაუმკლავდეთ, იმას, რასაც ბევრი სხვა ქვეყანაც ებრძვის, მაგალითად, კორუფციას. აღფრთოვანებული ვარ ქართველი ხალხით. ძალიან ძლიერები არიან. ჩვენი ყველაზე დიდი გზავნილია - თუ თქვენ გინდათ იყოთ ევროპის ნაწილი, მოგესალმებით ევროპაში. თქვენ ევროპის ნაწილი უკვე ხართ. ჩვენ გვინდა იყოთ ამ ინსტიტუციებში. ამას დრო დასჭირდება, მაგრამ ძალიან ძლიერი გზავნილია კომისიისგან," - განაცხადა ევროპარლამენტარმა.