შეიწყალებს თუ არა პრეზიდენტი გრიგორიადისს - ლაზარეს პროცესი ფინალში გადის
მადლობა ლაზარეს - ამ პლაკატებით მისულ სამოქალაქო აქტივისტებს, დღეს სასამართლო პროცესი იძულებით დაატოვებინეს. შეიწყალებს თუ არა პრეზიდენტი ახალგაზრდას, რომელიც მარტის აქციების ცნობილი მოვლენების გამო იხდის სასჯელს. პოლიტიკოსების და აქტივისტების მიმართვის მთავარი ადრესატი დღეს სწორედ სალომე ზურაბიშვილი იყო. ამბობენ, რომ პრეზიდენტის პროევროპულობა ახლა სწორედ ლაზარეს თავისუფლებაზე გადის. სასამართლო პროცესი კი უკვე ფინალში გადის. უახლოეს პერიოდში მოსამართლემ საბოლოო ვერდიქტი უნდა გამოაცხადოს.
დეტალები ნახეთ, საბა სიჭინავას რეპორტაჟში.