რეკომენდაციების შეუსრულებლობა დაანონსებულია - "ოცნებაში" ამბობენ, რომ ყველა მოთხოვნა მათთვის მისაღები ვერ იქნება
რეკომენდაციების შეუსრულებლობა უკვე დაანონსებულია. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ყველა მოთხოვნა მათთვის მისაღები ვერ იქნება. უპირველეს ყოვლისა კი ის რეკომენდაციები, რომლებიც ქვეყნის საგარეო კურსს და რუსული სანქციებთან მიერთებას უკავშირდება. სამაგიეროდ მზად არიან ევროპარლამენტარებს ოდიოზური ფიგურები და ქვეყნისთვის ძირის გამომთხრელები ეძახონ. სტატუსს ხალხს ანიჭებენ და არა ხელისუფლებას - ეს გზავნილი ოცნებისთვის მორიგი საბაბი გახდა, რომ ევროპარლამენტარებზე ახალი იერიში მიეტანათ.
დეტალები ნახეთ, ხატია სამხარაძის რეპორტაჟში.