ქუთაისში მშენებლობიდან კაცი გადმოვარდა და გარდაიცვალა

09.11.23 20:58
ქუთაისში მშენებლობიდან კაცი გადმოვარდა და გარდაიცვალა

უბედური შემთხვევა ქუთაისში - გუგუნავას ქუჩაზე არსებული მშენებლობიდან კაცი გადმოვარდა. მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. გამოძიებამ უნდა დაადგინოს, დაცული იყო თუ არა ობიექტზე უსაფრთხოების ნორმები.

შსს-ის ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

მსგავსი სიახლეები