ისტორიაში პირველად გაეროს საერთაშორისო სასამართლოში (ICJ) რუსეთის წარმომადგენელი არ აირჩიეს
გაეროს საერთაშორისო სასამართლოში (ICJ) რუსეთს წარმომადგენელი არ აირჩიეს. ეს პირველი შემთხვევაა 1946 წლიდან, როდესაც აერთაშორისო სასამართლოში რუსეთის წარმომადგენელი არ იქნება.
აღმოსავლეთ ევროპის რეგიონიდან წარდგენილ იქნა რუსეთის ფედერაციის წარმომადგენელი კირილ გევორგიანი და რუმინელი - ბოგდან აურესკუ. გაიმარჯვა აურესკუმ, რომელსაც გენერალური ასამბლეის 117 წევრმა მისცა ხმა, რუს კანდიდატს მხოლოდ 77 ხმა ჰქონდა.
გევორგიანი 2015 წლიდან ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლე იყო, ის მეორე ვადით იყრიდა კენჭს.
უსტიციის საერთაშორისო სასამართლო 15 მოსამართლისგან შედგება, რომელთა უფლებამოსილების ვადა ცხრა წელია.