საქართველოს პრეზიდენტი კოალიციურ მმართველობას აანონსებს

10.11.23 10:38
საქართველოს პრეზიდენტი კოალიციურ მმართველობას აანონსებს

პრეზიდენტი კოალიციურ მმართველობას აანონსებს - სალომე ზურაბიშვილი ფიქრობს, რომ სწორედ ამ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება. 

ფრანს 24-თვის მიცემული ინტერვიუთი სალომე ზურაბიშვილმა "ქართულ ოცნებას" ეუბნება, რომ უნდა  ქვეყანაში დემოკრატიული არჩევნების გარეშე არაფერი გამოვა. სწორედ ამ გზავნილებით დაიწყო პრეზიდენტმა  უნებართვოო ვიზიტი საფრანგეთში.

იმედი მაქვს, რომ თუ გვექნება დემოკრატიული არჩევნები, ეს საშუალებას მისცემს წარმოიშვას ახალი კოალიცია. ამ შემთხვევაში, შევასრულებთ ყველა პირობას, რომ ჩვენ გავხსნათ მოლაპარაკებები გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ერთი წელი გვაქვს დაგვიანება უკრაინასა და მოლდოვასთან შედარებით, ეს წელი უნდა ავინაზღაუროთ და ამისათვის ევროპა ჩვენს გვერდით უნდა იყოს.

მთავრობები იცვლება და მოსახლეობა რჩება. 2024 წელი არჩევნების წელია, რომელიც 2024 წლის ოქტომბრის თვეში ჩატარდება, შეიძლება ვიხილოთ ევოლუცია, მაქსიმალურად სტაბილური და მშვიდი, რომელიც მიგვიყვანს კოალიციურ მთავრობასთან.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებამ გამახარა. ის დღეს საფრანგეთში იმყოფება და ესწრება მშვიდობის ფორუმს, ხვდება პრეზიდენტ მაკრონს. ამან [განცხადებამ] მე გამახარა, რადგან ეს ნიშნავს იმას, რომ ევროკომისიამ პოლიტიკურად ძალიან ზუსტი გადაწყვეტილება მიიღო, რადგან ეს გარკვეულწილად აიძულებს საქართველოს ყველა პოლიტიკურ ძალას ერთ ევროპულ სიხშირეზე იყვნენ. ვნახოთ… ვფიქრობ, რომ სტატუსი, რომელსაც იმედია წლის ბოლოს მივიღებთ, იქნება არა სტატუსი მონიჭებული საქართველოსთვის როგორც “საბოლოო ანგარიშსწორება“, არამედ როგორც strings attached, უფრო მეტი და უფრო ძლიერი კავშირი ევროპასთან, ევროპის მეტი ჩართულობა. ევროპა უნდა იყოს ჩვენთან ერთად, ეტაპობრივად, შემდეგ ეტაპამდე.”,- ამბობს ზურაბიშვილი. 

რამდენიმე საათში, იმპიჩმენტის სკანდალის შემდეგ პირველად  ქვეყნის მთავარსარდალი და პრემიერი ერთმანეთს პირადად შეხვდებიან და მონაწილეობას მშვიდობის ფორუმში მიიღებენ. ახლა საინტერესოა, რა სათქმელი ექნება ევროპისთვის ერთი ქვეყნის ორ ლიდერს.

მსგავსი სიახლეები