"პრეზიდენტის შეფასებას ვიზიარებ" - ბადრი ჯაფარიძე კოალიციური მმართველობის აუცილებლობაზე საუბრობს

10.11.23 11:13
"პრეზიდენტის შეფასებას ვიზიარებ" - ბადრი ჯაფარიძე კოალიციური მმართველობის აუცილებლობაზე საუბრობს

პრეზიდენტის შეფასებას ვიზიარებ - "ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე კოალიციური მმართველობის აუცილებლობაზე საუბრობს და ამბობს, რომ სწორედ პროევროპული, კოალიციური მმართველობა უზრუნველყოფს ქვეყნის უსაფრთხოებას, კეთილდღეობას და ქვეყნის გაწევრიანებას ევროკავშირში.

ის, რომ აუცილებელია, "ქართული ოცნების" არჩევნების გზით ხელისუფლებიდან ჩამოშორება და პროევროპული კოალიციური მმართველობის მოსვლა, ეს რის აქსიომა და აუცილებლობა ჩვენი ქვეყნისთვის. ამიტომ, შეფასება, რომელიც გააკეთა პრეზიდენტმა, ვიზიარებ, რომ ქვეყანას სჭირდება პროევროპული კოალიციური მმართველობა და ახლა, ჩვენი ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე წინაღობა კვლავ არის "ქართული ოცნება", ამიტომ გამოსავალი არის, "ქართული ოცნების" ხელისუფლებიდან ჩამოშორება არჩევნების გზით და პროევროპული კოალიციური მმართველობა, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის უსაფრთხოებას, კეთილდღეობას და ქვეყნის გაწევრიანებას ევროკავშირში". - ამბობს ბადრი ჯაფარიძე.

პრეზიდენტი კოალიციურ მმართველობას აანონსებს - სალომე ზურაბიშვილი ფიქრობს, რომ სწორედ ამ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება. 

ფრანს 24-თვის მიცემული ინტერვიუთი სალომე ზურაბიშვილმა "ქართულ ოცნებას" ეუბნება, რომ უნდა  ქვეყანაში დემოკრატიული არჩევნების გარეშე არაფერი გამოვა. სწორედ ამ გზავნილებით დაიწყო პრეზიდენტმა  უნებართვოო ვიზიტი საფრანგეთში.

მსგავსი სიახლეები