2024 წლის არჩევნები საქართველოსთვის EU-ს კანდიდატის სტატუსის მისაღებად ტესტი იქნება - ჯინ შაჰინი

10.11.23 11:19
2024 წლის არჩევნები საქართველოსთვის EU-ს კანდიდატის სტატუსის მისაღებად ტესტი იქნება - ჯინ შაჰინი

ამერიკელი სენატორი ჯინ შაჰინი ამბობს, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების საქართველოსთვის ტესტი იქნება. მისი თქმით, თუ საქართელო ამ ტესტს ჩააბარებს, ის კანდიდატის სტატუსს ნამდვილად მიიღებს. ამის შესახებ სენატრომა ატლანტიკური საბჭოს ოფისში საჯარო ღონისძიებაზე ისაუბრა.

ამასთან, ჯინ შაჰინმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს სტატეგიული პარტნიორი ქართველ ხალხს გვერდშ უდგას.

თუ უკრაინა შევა ევროკავშირში, დროთა განმავლობაში ის ნატოში შედის. ეს სრულად განსხვავებული ევროპული ლანშაფტია. ჩვენ უნდა აღვნიშნოთ, რომ ევროკავშირმაც და ნატომაც გაიაზრა შავი ზღვის და ცენტრალური ევროპის მნიშვნელობა და გრავიტაციის ცენტრი შეცვალა. ვნახეთ, რომ ევროკავშირმა შეცვალა გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები უკრაინასთან და მოლდოვასთან და მოლაპარაკებები გააგრძელა საქართველოსთან კანდიდატის სტატუსის მისაცემად. ეს მართლაც მნიშვნელოვანია და აჩვენებს, რომ ევროკავშირი აცნობიერებს ცენტრალური ევროპისა და შავის ზღვის რეგიონს მნიშვნელობას. ჩვენ ვნახეთ, რომ მოსახლეობა ნამდვილად დაინტერესებულია დასავლეთით, ევროკავშირით და ნატოთი. ისინი ყოველთვის ცდილობენ ღია კარი გამოყენონ ევროკავშირთან და დასავლეთთან დასაახლეობლად და ასევე, მგონია, რომ ნამდვილად მნიშვნელოვანია იმის აღიარება, რომ ევროკავშირი ასევე უყურებს სიტუაციას და ფიქრობს ცვლილებების შეტანაზე ზიგიერთი ამ სიმძიმის ცენტრის შესაცვლელად რეგიონში, - ამბობს ჯინ შაჰინი.

მსგავსი სიახლეები