გიორგი გახარია ბრიუსელში გაემგზავრა
პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე ბრიუსელში გაემგზავრა. გიორგი გახარია დასავლელ პარტნიორებთან სამუშაო შეხვედრებს გამართავს. მასთან ერთად ბრიუესელში გამეგზავრა კახა ქემოკლიძეც.
პოლიტიკოსებს ევროპარლამენტარების გარდა შეხვედრები ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის სამსახურსა და ევროპის საბჭოს პრეზიდენტის ოფისში ექნებათ. შეხვედრა დაგეგმილია ნატოშიც. ამასთან, ისინი შეხვედრებს გამართავენ სხვადასხვა ანალიტიკური ცენტრის წარმომადგენლებთან.