მომავალი არჩევნები და დამკვირვებლების ადრეული გამოგზავნა - რაზე ესაუბრეს "ლელოს" ლიდერებმა სენატორებს

10.11.23 11:31
მომავალი არჩევნები და დამკვირვებლების ადრეული გამოგზავნა - რაზე ესაუბრეს "ლელოს" ლიდერებმა სენატორებს

ატლანტიკური საბჭოს ოფისში გამართულ საჯარო ღონისძიებას, რომელზეც ამერიკელი სენატორები იმყოფებოდნენ, "ლელოს" თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე და პარტიის საგარეო მდივანი გრიგოლ გეგელიაც ესწრებოდა. ოპოზიციონერმე ლიდერებმა სენატორებთან პოზიციები გაცვალეს. 

მთავარი საკითხი, რომელზეც მამუკა ხაზარაძემ ყურადღება გაამახვილა, მოახლოებული არჩევნები იყო. პარტია "ლელოს" ქვეყნის სტარტეგიულ პარტნიორს სთხოვს, არჩევნებისთვის დამკვირვებლები ადრეულად გამოაგზავნოს, რათა წინასაარჩევნო პერიოდს დააკვირდნენ.

ვისაუბრებთ მომავალ არჩევნებზე, ვისაუბრებთ, რომ აუცილებელია ქვეყანაში დაიწყოს ცვლილებები და რა თქმა უნდა, დავაყენეთ საკითხი, ძალიან ადრეული დამკვირვებლების გამოგზავნაზე და უფრო მეტი ამერიკის ხმის გაგონებაზე, ამერიკის ინვესტიციების არსებობაზე საქართველოში, რაც ჩვენთვის არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და რა თქმა უნდა, ამას წინ უნდა უძღოდეს ბაზრის გახსნა, კოალიციური მთავრობის შექმნა და იმ გეგმების გახორციელება, რომელიც ასევე მოვასწარით და გავაცანით. ასე რომ, ყველაფერი მიდის გეგმის მიხედვით და ეს გეგმა არის ჩვენი ქვეყნის ძალიან სწრაფი აღორძინება და პოლიტიკური სისტემის სრულად შეცვლა, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.  

მსგავსი სიახლეები