"განადგურებულია, იმედია, მოიკრიბავს ძალებს, მთელი ღამე პოლიციაში გავათენეთ" - ლევან დოთიაშვილის ცოლი

10.11.23 11:25
"განადგურებულია, იმედია, მოიკრიბავს ძალებს, მთელი ღამე პოლიციაში გავათენეთ" - ლევან დოთიაშვილის ცოლი

ლევან დოთიაშვილს მთელი ღამე პოლიცია კითხავდა.  შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის გამომძიებლებს აინტერესებდათ, რა მოხდა ლომისის ეკლესიასთან საბედისწერო დღეს  და როგორ გაიმეტეს სასიკვდილოდ, რუსმა ოკუპანტებმა  60-წლამდე ქართველი მამაკაცი. 

დოთიაშვილმა გუშინდელ დღემდე არ იცოდა გინტურის გარდაცვალების შესახებ და პირველი, რაც მან სოფელში დაბრუნებისას გააკეთა, ის რუსების მიერ მოკლული საქართველოს მოქალაქის ოჯახში სამძიმრის სათქმელად მივიდა.

ოჯახის წევრების და ახლობლების თქმით, დოთიაშვილი ამ დრომდე მძიმე ფსიქოლოგიური სტრესის ქვეშ არის.

იმდენად ცუდად არის, მეტყველების საშუალება არ აქვს. განადგურებულია, იმედია მოიკრიბავს ძალებს და თვითონ გეტყვით ყველაფერს.  მთელი ღამე პოლიციაში გავათენეთ, ახლახანს ამოვედით და არც გვისაუბრია". - ამბობს დოთიაშვილის ცოლი.

ლევან დოთიაშვილი თავისუფალია. სამ დღიანი რუსული ტყვეობაა გუშინ ღამით დასრულდა.

საოკუპაციო რეჟიმი ამტკიცებს, რომ დოთიაშვილმა დანაშაული აღიარა და თქვა, რომ საოკუპაციო ხაზი შეგნებულად დაარღვიეს და ეს  თამაზ გინტურის მოთხოვნით მოხდა. სეპარატისტული რეჟიმი გინტურს სააკაშვილის მომხრედ აცხადებს და ასე ცდილობს რეჟიმი ახლა 2008 წლის ომის მონაწილის მკვლელობის გამართლებას. თუმცა გავრცელებულ ვიდეოში დოთიაშვილის ამ შინაარსის ჩვენება არ ფიგურირებს. 

 

მსგავსი სიახლეები