ყველა ის ადამიანი უნდა დაისაჯოს, ვინც ჩემი ძმა მოკლა, მერე ისინი, ვინც ლევანი გაიტაცა - გინტური
"ყველა ის ადამიანი უნდა დაისაჯოს, პირველ რიგში, ვინც ჩემი ძმა მოკლა, რომელმაც მოკლა, მერე ისინი, ვინც ლევანი გაიტაცა," - ეს განცხადება ოკუპანტების მიერ მოკლული მაიორის ძმამ გივი გინტურმა გააკეთა.
გივი გინტური მისი ძმის მკვლელების და ლევან დოთიაშვილის გამტაცებლების დასჯას ითხოვს.
ჩვენს ტერიტორიაზე იყო ადამიანი, უნდა გამოეშვათ, ან აქამდე რაზე დააკავეს, რისთვის დააკავეს - ეკლესია ყველასია, საქართველოა, ქართველები ვართ, საქართველოს ტერიტორიაზე რა უფლება აქვთ, რომ დააკავეს ლევანი ან წაიყვანეს. მაგაზეც პასუხი უნდა მოეთხოვოთ, რომ ლევანი წაიყვანეს და რა გაუკეთეს იმ კაცს, არ ვიცი,“ - ამბობს გინტური.