რატომ არ ისჯებიან 5 ივლისის ძალადობის ორგანიზატორები? - რას ამბობს დარახველიძე

10.11.23 13:06
რატომ არ ისჯებიან 5 ივლისის ძალადობის ორგანიზატორები? - რას ამბობს დარახველიძე

რატომ არ ისჯებიან 5 ივლისის ძალადობის ორგანიზატორები? - შსს მინისტრის მოადგილე ამტკიცებს, რომ მათ წინააღმდეგ მტკიცებულებები არ აქვთ, არადა ძალადობის მოწოდებების არაერთი ვიდეო მტკიცებულება იძებნება საჯარო სივრცეში.

გასულ წელს შაბათის ეთერმა მოიპოვა სუს-ის თანამშრომლების მიმოწერები, რითიც დადგინდა, რომ ძალადობის ორგანიზატორები "ოცნების" მიერ დაწერილი სცენარით მოქმედებდნენ. 

რაზეც შეიკრა მტკიცებულებები, ჩვენ მივაწოდეთ სასამართლოს, რაზეც არ იყო მტკიცებულებები, ჩვენ გვაქვს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, სადაც პირდაპირ წერია, ადამიანის მიმართ რომ მოხდეს ბრალდების დამტკიცება, საქმეში ორი პირდაპირი მტკიცებულება მაინც უნდა არსებობდეს, რომ მის გამამტყუნებელ განაჩენს დაედოს საფუძვლად. 

რაც შესაძლებელი იყო, რომ ღია წყაროებით გაკეთებულიყო ინფორმაცია, მოგეწოდათ. დანარჩენი ახლა, კონკრეტული საქმის დეტალებზე ვერ გესაუბრებით, იმიტომ, რომ არ ვარ მე საქმის გამომძიებელი, რომ ყველა მტკიცებულება წაკითხული მქონდეს". - ამბობს დარახველიძე. 

ევროკომისია საქართველოს ხელისუფლებისგან მოძალადეების დასჯას ითხოვს. გაფართოების შესახებ მომზადებულ 122 გვერდიან დოკუმენტში "ოცნების" ხელისუფლებას ჩაუწერეს, რომ ალიანსში გასაწევრიანებლად საჭიროა 5 ივლისის შემოქმედებმა პასუხი აგონ. ანუ მარტივად რომ ვთქვათ, ციხეში უნდა გაუშვან ყველა, ის პრორუსულად განწყობილი რადიკალი,  ვინც ჟურნალისტების ქუჩა-ქუჩა დევნას და მათზე ძალადობას აორგანიზებდა, ვისაც ლექსო ლაშქარავას სიკვდილში წვლილი მიუძღვის.

ალტ-ინფოს წარმომადგენლებზე ევროკომისიის დოკუმენტში პირდაპირ წერია, რომ მათ დაარღვიეს ჟურნალისტების და "თბილისი პრაიდის" წარმომადგენლების უფლებები მაშინ, როდესაც ისინი ძალადობრივად დასაჯეს და მნიშვნელოვანია, რომ მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის წარმოება დაიწყოს.

ევროპისთვის, განსაკუთრებით საყურადღებოა ერთი გარემოება. უკვე წლებია გამოძიება მიდის, თუმცა არც ერთი ძალადობის წამქეზებელი დასჯილი არ არის.

 

მსგავსი სიახლეები