სროლით მოდიოდა, იყო შეურაცხყოფაც, დარტყმაც - დოთიაშვილი ოკუპანტების თავდასხმას და გატაცებას იხსენებს

10.11.23 13:04
სროლით მოდიოდა, იყო შეურაცხყოფაც, დარტყმაც - დოთიაშვილი ოკუპანტების თავდასხმას და გატაცებას იხსენებს

პირველი ინტერვიუ ლევან დოთიაშვილთან - თამაზ გინტურის მკვლელობის ოქროს მოწმე ამბობს, რომ ყველაფერი საკუთარი თვალით დაინახა.  

ოკუპანტები დამიზნებით გვესროდნენ - ამბობს რუსული ტყვეობიდან გამოხსნილი კირბალის მკვიდრი.  როგორც გაირკვა, ლომისის ეკლესიასთან შეიარაღებული რუსი ჯარისკაცები ქართველებს ჯერ სცემდნენ, შემდეგ  ესროდნენ, ამის შემდეგ კირბალელებმა ეკლესიის ტერიტორიის დატოვება სცადეს, თუმცა ოკუპანტებმა სროლა ხელახლა, კიდევ ერთხელ დამიზნებით დაიწყეს.

წავიდეთ მეთქი და მივდივართ, არაფერი არ უთქვიათ. მერე ეტყობა რაციაში დაუძახა, არ ვიცი, რა მოხდა, ჩვენ მანქანაში ვისხედით, შეიძლება დაგვიძახა, რომ არ წახვიდეთ, არ გაგიგია. მოგვდევდა სროლა-სროლით. 
არ ვიცი, ვინ ისროლა, დავინახე ვინაა, მაგრამ ვერ ვიცნობ, ვიცი ეგ ფოტოები და ვერ ვიცანი. დანარჩენი 7 ამოვიდა, სროლის შემდეგ, 5-6 წუთის მერე. თამაზი რომ გადმოვიყვანე და სასწრაფოში რომ დავრეკე და ყველას რომ გავაგებინე, იმის მერე 7 მოვიდა და წამიყვანეს. პირდაპირ სროლით მოდიოდა ჩვენს უკან ცეცხლსასროლი იარაღით და სათამაშოდ რომ არ მოდიოდა, რა თქმა უნდა. 
გზაში იყო შეურაცხყოფაც, დარტყმაც, ერთი ადამიანი მირტყამდა. ყველა იყო იარაღით, ზოგი კონდახით, ზოგი ხელით, მაგას ვეღარ ვიგებდი უკვე,“ - ამბობს დოთიაშვილი.

 

მსგავსი სიახლეები