ევროკომისიის დოკუმენტი ცხადად აღნიშნავს, რომ 5 ივლისის მოძალადეები არ დასჯილან - კუპრაძე
"ლელოს" წევრი ირაკლი კუპრაძის თქმით, ევროკომისიის დოკუმენტი ცხადად აღნიშნავს, რომ 5 ივლისის მოძალადეები არ დასჯილან .
კუპრაძე მოითხოვს, რომ ყველა ის ორგანიზატორი და მოძალადე, ვინც თბილისის ქუჩებში დასდევდა ჟურნალისტებს და ლექსო ლაშქარავას, მკაცრად იყოს დასჯილი.
ევროკომისიის დოკუმენტი, სადაც ნათქვამია, რომ 5 ივლისის მოძალადეები უნდა დაისაჯონ, ცხადად აღნიშნავს იმას, რომ ისინი არ დასჯილან. ისინი არიან თავისუფლებაზე, ისინი იყვნენ წახალისებულნი და დაორგანიზებულნი სახელისუფლებო ძალების მიერ. სამართლიანობა უნდა აღსრულდეს და უნდა დაისაჯოს ყველა ის ორგანიზატორი და მოძალადე, ვინც თბილისის ქუჩებში დასდევდა ჟურნალისტებს და ლექსო ლაშქარავას". - ამბობს ირაკლი კუპრაძე.
ევროკომისია საქართველოს ხელისუფლებისგან მოძალადეების დასჯას ითხოვს. გაფართოების შესახებ მომზადებულ 122 გვერდიან დოკუმენტში "ოცნების" ხელისუფლებას ჩაუწერეს, რომ ალიანსში გასაწევრიანებლად საჭიროა 5 ივლისის შემოქმედებმა პასუხი აგონ. ანუ მარტივად რომ ვთქვათ, ციხეში უნდა გაუშვან ყველა, ის პრორუსულად განწყობილი რადიკალი, ვინც ჟურნალისტების ქუჩა-ქუჩა დევნას და მათზე ძალადობას აორგანიზებდა, ვისაც ლექსო ლაშქარავას სიკვდილში წვლილი მიუძღვის.
ალტ-ინფოს წარმომადგენლებზე ევროკომისიის დოკუმენტში პირდაპირ წერია, რომ მათ დაარღვიეს ჟურნალისტების და "თბილისი პრაიდის" წარმომადგენლების უფლებები მაშინ, როდესაც ისინი ძალადობრივად დასაჯეს და მნიშვნელოვანია, რომ მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის წარმოება დაიწყოს.
ევროპისთვის, განსაკუთრებით საყურადღებოა ერთი გარემოება. უკვე წლებია გამოძიება მიდის, თუმცა არც ერთი ძალადობის წამქეზებელი დასჯილი არ არის.