ერგნეთში ინცინდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის რიგით მეასე შეხვედრა იწყება

15.06.21 10:25
ერგნეთში ინცინდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის რიგით მეასე შეხვედრა იწყება

რამდენიმე წუთში ინცინდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის რიგით მეასე შეხვედრა დაიწყება, შეხვედრას სოფელ ერგნეთში ეუთო-ს გენერალური მდივანი, ჰელგა მარია შმიდიც, დაესწრება.

ცენტრალური ხელისუფლება საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებას კიდევ ერთხელ დააყენებს, ასევე საუბარი იქნება ბორდერიზაციის პროცესსა და უკანონო ტყვეობაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებზე, მათ შორის, ზაზა გახელაძეზე.

ერგნეთში ჩასვლას დღეს გახელაძის ოჯახის წევრებიც აპირებენ. გახელაძეები ხელისუფლებისგან თავს მოტყუებულად გრძნობენ, რადგან როგორც ამბობენ,  პრემიერ ღარიბაშვილმა მათ პირობა მისცა, რომ ზაზა გახელაძე ოკუპანტების ტყვეობას თავს თვის ბოლოს დააღწევდა. იმ შემთხვევაში, თუ 33 წლის მამაკაცის ცხინვალის ციხეს დაუყოვნებლივ არ დატოვებს,  ოჯახი ფართომასშტაბიან აქციებს აანონსებს.