"ივანიშვილი საკუთარ საცეცებს და აგენტებს არ სჯის" - ბოკუჩავა 5 ივლისის შემოქმედებზე

10.11.23 13:22
"ივანიშვილი საკუთარ საცეცებს და აგენტებს არ სჯის" - ბოკუჩავა 5 ივლისის შემოქმედებზე

ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა ამბობს, რომ 5 ივლისის შემოქმედებს სრული ხელშეუხებლობა აქვთ, რადგან, როგორც ბოკუჩავა აცხადებს, ივანიშვილი საკუთარ საცეცებს და აგენტებს არ სჯის.

მათ აქვთ ყოველგვარი ხელშეწყობა ხელისუფლების მხრიდან და კონკრეტული დანაშაულის შემდეგ სრული ხელშეუხებლობა, იმიტომ, რომ ისინი თავად წარმოადგენენ ხელისუფლებას სხვადასხვა ფორმით და ატარებენ მათ ინტერესებს. რა თქმა უნდა, საკუთარ საცეცებს და საკუთარ აგენტებს ივანიშვილი არ სჯის. ეს ვიხილეთ ფარცხალაძის შემთხვევაშიც და ამას ვხედავთ ამ კონკრეტული ძალადობრივი ჯგუფების შემთხვევაშიც". - ამბობს თინა ბოკუჩავა.

ევროკომისია საქართველოს ხელისუფლებისგან მოძალადეების დასჯას ითხოვს. გაფართოების შესახებ მომზადებულ 122 გვერდიან დოკუმენტში "ოცნების" ხელისუფლებას ჩაუწერეს, რომ ალიანსში გასაწევრიანებლად საჭიროა 5 ივლისის შემოქმედებმა პასუხი აგონ. ანუ მარტივად რომ ვთქვათ, ციხეში უნდა გაუშვან ყველა, ის პრორუსულად განწყობილი რადიკალი,  ვინც ჟურნალისტების ქუჩა-ქუჩა დევნას და მათზე ძალადობას აორგანიზებდა, ვისაც ლექსო ლაშქარავას სიკვდილში წვლილი მიუძღვის.

ალტ-ინფოს წარმომადგენლებზე ევროკომისიის დოკუმენტში პირდაპირ წერია, რომ მათ დაარღვიეს ჟურნალისტების და "თბილისი პრაიდის" წარმომადგენლების უფლებები მაშინ, როდესაც ისინი ძალადობრივად დასაჯეს და მნიშვნელოვანია, რომ მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის წარმოება დაიწყოს.

ევროპისთვის, განსაკუთრებით საყურადღებოა ერთი გარემოება. უკვე წლებია გამოძიება მიდის, თუმცა არც ერთი ძალადობის წამქეზებელი დასჯილი არ არის.

მსგავსი სიახლეები