ჩანს, რომ ზოგიერთ ევროპარლამენტარსა და ევროკომისიას შორის არის პოლარიზაცია აზრებს შორის - პაპუაშვილი

10.11.23 13:45
ჩანს, რომ ზოგიერთ ევროპარლამენტარსა და ევროკომისიას შორის არის პოლარიზაცია აზრებს შორის - პაპუაშვილი

"ჩანს, რომ ზოგიერთ ევროპარლამენტარსა და ევროკომისიას შორის არის პოლარიზაცია აზრებს შორის", - ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გააკეთა.

პაპუაშვილი კვლავ არასამთავრობო ორგანიზაციებს აკრიტიკებს და ამბობს, რომ ევროკომისიის რეკომენდაცია წინააღმდეგობაში მოდის საქართველოში მომუშავე NGO-ების გამოხმაურებებთან.

ევროპარლამენტის ზოგიერთი წევრი და მათთან უნისონში მყოფი ზოგიერთი NGO საქართველოში, ვნახეთ გუშინ ეს გამოხმაურებები, ერთად ცდილობენ კვლავ იმავეს, რასაც ისინი პრინციპში წელიწად ნახევარია ცდილობენ, რომ ყალბი დილემა დააყენონ, თითქოს დილემა დგას ასე, ან აწესებ სანქციებს და წინ მიდიხარ ევროპისკენ, ან არ აწესებ სანქციებს და ვერ მიდიხარ ევროპისკენ. ასეთი ტოლობა, უპირველეს ყოვლისა, ეწინააღმდეგება მათ შორის ევროკომისიის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს, რომლის ნაწილიც არის დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა, მათ შორის ევროკავშირთან დაკავშირებული დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა და არ გასულა სულ ცოტა ხანიც და ვხედავთ, რომ რამდენიმე NGO-ს წარმომადგენელი, ოპოზიციის წარმომადგენელი და მათი მოკავშირეები საზღვარგარეთ ცდილობენ ზუსტად ამ დეზინფორმაციას... ჩანს, რომ ზოგიერთ ევროპარლამენტარსა და ევროკომისიას შორის არის პოლარიზაცია აზრებს შორის", - ამბობს პაპუაშვილი.

მსგავსი სიახლეები