პრეზიდენტის გადაწყვეტილებები ცხადყოფს, რომ მას აღქმა არ აქვს - ჩიქოვანი
პრეზიდენტის გადაწყვეტილებები ცხადყოფს, რომ მას აღქმა არ აქვს თუ რა განწყობა აქვს საქართველოს მოსახლეობას - ამის შესახებ "ოცნების" დეპუტატმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.
დეპუტატის თქმით, საქართველოს მოსახლეობა დღეს მხარს უჭერს "ქართული ოცნების" პოლიტიკას
გადაწყვეტილებები, რომელიც ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა მიიღო ბოლო პერიოდში, მათ შორის ის გადაწყვეტილება რომელიც უკავშირდება კონსტიტუციის უხეშ დარღვევას, ცხადყოფს, რომ მას არ აქვს არსებითი აღქმა იმისა, თუ რა განწყობა აქვს საქართველოს მოსახლეობას. საქართველოს მოსახლეობა დღეს მხარს უჭერს "ქართული ოცნების" პოლიტიკას". - განაცხადა ჩიქოვანმა.
პრეზიდენტი კოალიციურ მმართველობას აანონსებს - სალომე ზურაბიშვილი ფიქრობს, რომ სწორედ ამ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება. ფრანს 24-თვის მიცემული ინტერვიუთი სალომე ზურაბიშვილმა "ქართულ ოცნებას" ეუბნება, რომ უნდა ქვეყანაში დემოკრატიული არჩევნების გარეშე არაფერი გამოვა. სწორედ ამ გზავნილებით დაიწყო პრეზიდენტმა უნებართვოო ვიზიტი საფრანგეთში.