შემდეგი მთავრობა აუცილებლად იქნება დემოკრატიული, პროდასავლური, კოალიციური ძალების ერთობა - ბოკუჩავა
შემდეგი მთავრობა აუცილებლად იქნება დემოკრატიული, პროდასავლური, კოალიციური ძალების ერთობა - ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილმა რეალობის ამსახველი განცხადება გააჟღერა საფრანგეთში.
ბოკუჩავას თქმით, კანდიდატის სტატუსის მიღება იქნება მხოლოდ ფორმალობა, თუ მოლაპარაკებების ფანჯარა არ გაიხსნა ევროკავშირთან, რასაც, ოპოზიციონერის თქმით, აუცილებლად გააკეთებს მომავალი კოალიციური მთავრობა.
ძალიან ადეკვატური და რეალობის ამსახველი განცხადება გააჟღერა პრეზიდენტმა. იმიტომ, რომ, შეუძლებელია, რა საარჩევნო მანიპულაციის გამოყენების მცდელობაც არ უნდა ჰქონდეს ივანიშვილის რეჟიმს, რომ მან ძალაუფლება შეინარჩუნოს, ამიტომ შემდეგი მთავრობა აუცილებლად იქნება დემოკრატიული, პროდასავლური, კოალიციური ძალების ერთობა. ის მთავრობა უკვე შეძლებს, რომ გახსნას მოლაპარაკებების ფანჯარა ევროპასთან და დაეწიოს მათ შორის, უკრაინას და მოლდოვას. სხვაგვარად, კანდიდატის სტატუსი არის მხოლოდ ფორმალობა, ამიტომ, მთავარი ამოცანა არის სწორედ მოლაპარაკებების გახსნა, რასაც აუცილებლად გააკეთებს მომავალი კოალიციური მთავრობა". - ამბობს თინა ბოკუჩავა.
პრეზიდენტი კოალიციურ მმართველობას აანონსებს - სალომე ზურაბიშვილი ფიქრობს, რომ სწორედ ამ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება. ფრანს 24-თვის მიცემული ინტერვიუთი სალომე ზურაბიშვილმა "ქართულ ოცნებას" ეუბნება, რომ უნდა ქვეყანაში დემოკრატიული არჩევნების გარეშე არაფერი გამოვა. სწორედ ამ გზავნილებით დაიწყო პრეზიდენტმა უნებართვოო ვიზიტი საფრანგეთში.