გინტურის მისამართით გაკეთებული განცხადების გამო, გორის საკრებულოს თავმჯდომარე ბოდიშს არ იხდის - დაპირისპირება სხდომაზე
ხმაურიანი სხდომა გორის საკრებულოში. ოპოზიცია თავმჯდომარისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს.
ყველას იქ უნდა ლოცვა და ქეიფი - ამ განცხადების გამო დღეს ოპოზიცია რაზმაძეს სიტყვიერად დაუპირისპირდა. თუმცა სიტყვის უკან წაღების ნაცვლად "ოცნების" დეპუტატმა უფრო მწვავე განცხადებები გააკეთა.
ბოდიში მე არაფერი მაქვს მოსახდელი. მე ვიძახი, რომ იმ დამპალ ხაზს იქით დგას მხეცი, იმ მხეცს უნდა მოვერიდოთ". - ამბობს რაზმაძე.
ამ განცხადების შემდეგ, ოპოზიციამ საკრებულოს სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა.
დავით რაზმაძეს ოკუპანტების მიერ სასტიკად მოკლული თამაზ გინტურს შეურაცხყოფაში ადანაშაულებენ.
საქმე ეხება განცხადებას, რომელშიც რაზმაძე ამბობდა, რომ საოკუპაციო ხაზთან ნასვამი ადამიანები ადიან და წესებს არღვევენ.
რამდენი ვიღაცა რამდენიმე ჭიქას დალევს და მერე მოუნდება, იქ უნდა გადავიდეს და იქით უნდა ილოცოს, იქ უნდა გააგრძელოს ქეიფი, არ შეიძლება... რამდენი ადამიანი უნდა გყავდეს... სახელმწიფოს მიერ უსაფრთხოების ზომები დაცულია. ყველანაირ პროპაგანდას წევენ ის რაღაცა სადემარკაციო ხაზი რომ არსებობს და რაც არ უნდა გადაკვეთო, იქ არ უნდა გადახვიდე. სახელმწიფო იცავს ყველაფერს, მაგრამ თვითონ მოსახლეობა, იქ არსებული მოსახლეობა არ ექვემდებარება ამ ყველაფერს", - განაცხადა რაზმაძემ რრამდენიმე დღის წინ.