არ მგონია, ვინმეს ინტერესი ჰქონდეს ზურაბიშვილთან "კოალიების" - პაპუაშვილი
კოალიციით ხელისუფლებაში მოსულ პარტიას კოალიციის ხსენება არ უნდა. პრეზიდენტის ახალი ინიციატივა მმართველი გუნდის ახალ თავისტკივილად იქცა.
"ქართული ოცნება" ოპოზიციასთან თანამშრომლობას არც კი განიხილავს. პარლამენტის თავმჯდომარეს ეჭვი ეპარება, რომ ვინმეს სალომე ზურაბიშვილთან ერთად კოალიციაში ყოფნის სურვილი ჰქონდეს.
არ მგონია, ვინმეს ინტერესი ჰქონდეს მასთან "კოალიების". ეს თემა, რომ განიხილება, ესეც აჩვენებს, რამდენად უდიერად ეპყრობა ქალბატონი სალომე თავის თანამდებობას, რომელიც თავისი არსით არის ზეპარტიული. ის აძლევს შინაარსს პარტიულობისა საკუთარ თანამდებობას, რომელსაც "ნაციონალური მოძრაობის" წყალობით ინარჩუნებს.
ცალ მხარეს არის "ქართული ოცნება", რომელიც საქართველოს ინტერესებისთვის იღწვის, მეორე მხარეს არის, კოლექტიურად ანტიქართული კოალიცია, რომელიც ებრძვის ყველაფერს, რაც საქართველოს პროგრესთან და საქართველოს ინტერესთან არის დაკავშირებული". - ამბობს პაპუაშვილი.
პრეზიდენტის ფრანგული ინტერვიუები დღეს მთავარი პოლიტიკური განხილვის ამბავი გახდა. თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისია, რადგან რამდენიმე საათში პრეზიდენტი უკვე საჯაროდ გამოჩნდება და საინტერესოა, რა ექნება ევროპისთვის სათქმელი პრემიერის თანდასწრებით.
სალომე ზურაბიშვილი კოალიციურ მმართველობას აანონსებს - სალომე ზურაბიშვილი ფიქრობს, რომ სწორედ ამ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება. ფრანს 24-თვის მიცემული ინტერვიუთი სალომე ზურაბიშვილმა "ქართულ ოცნებას" ეუბნება, რომ უნდა ქვეყანაში დემოკრატიული არჩევნების გარეშე არაფერი გამოვა. სწორედ ამ გზავნილებით დაიწყო პრეზიდენტმა უნებართვოო ვიზიტი საფრანგეთში.