ტურნიკეტი კინოცენტრში - კინემატოგრაფებმა პროტესტი ბრახუნით და "ცისფერი მთებიდან" მელოდიის გახმოვანებით გამოხატეს

10.11.23 15:37
ტურნიკეტი კინოცენტრში - კინემატოგრაფებმა პროტესტი ბრახუნით და "ცისფერი მთებიდან" მელოდიის გახმოვანებით გამოხატეს

ტურნიკეტები კინოცენტრის შენობაში - პრობაციიდან კინოში გადანიშნულმა ახალმა დირექტორმა კაბინეტთან ტურნიკეტები დააყენა. დირექტორის კაბინეტის შესასვლელთან რკინის კონსტრუქციის დადგმას კინემატოგრაფისტების პროტესტი მოჰყვა.

პრეტესტი ხელოვანებმა ბრახუნით გამოხატეს და გაუშვეს მელოდია ფილმიდან "ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი".

მათი შეფასებით, კინოცენტრის შენობა წულუკიანის კადრმა ციხის შესასვლელს დაემსგავსა. იმისთვის, რომ არასასურველი ადამიანებით აღარ შეწუხდეს, კობა ხუბუნიამ სპეციალური მოწყობილობები პირდაპირ კაბინეტის კართან დაამონტაჟა. 

კობა უფროსო, გეშინოდეთ ჩვენი, რაც უფრო ცოტა მოვალთ, უფრო გეშინოდეთ. აქციებს უძღოდა წინ რა, მოვედით ვითხოვეთ შეხვედრა ადამიანებთან, ამას მოჰყვა კაკუნი, რამდენიმე თვე ვაკაკუნებდით, არცერთხელ არ გადავცდენივართ ჩვენ კანონის ჩარჩოებს და თვეების შემდეგ, იმის ნაცვლად, რომ გამოსულიყვნენ კონტაქტზე, მივიღეთ ეს მარაზმი, ეს სიმახინჯე, რომლის მიღმა დგომაც არის ბედნიერება, აქეთ არის ღირსება,“ - ამბობს კინემატოგრაფი.

დაგვპირდნენ, რომ რეფორმები იქნებაო და თეა წულუკიანის რეფორმა არის ზუსტად ეს ტურნიკეტი, რომელიც, რა თქმა უნდა, აქ არ ყოფილა, ეს კარი ყოველთვის ღია იყო კინემატოგრაფისტებისთვის. დღეს სრულიად ჩაკეტილია ყველაფერი, ეს არის ქართული კინოს რეალობა, სადაც მხოლოდ მათთვის მისაღები ადამიანები არიან მიღებულნი და არა ისინი, ვისაც არ მოსწონთ მინისტრის ეს პოლიტიკა," - ამბობს კინოხელოვანი.

 

მსგავსი სიახლეები