დღევანდელი საგანგაშო შეფასებები მეტყველებს, რომ გელათის ტაძარში დანაშაულების მთელ კასკადს ჰქონდა ადგილი - მეტრეველი
დღევანდელი საგანგაშო შეფასებები მეტყველებს, რომ გელათის ტაძარში დანაშაულების მთელ კასკადს ჰქონდა ადგილი - ასე ეხმაურება "ლელოს" პოლიტსაბჭოს წევრი და ხელოვნებათმცოდნე დეა მეტრეველი რესტავრატორების ჯგუფის ანგარიშს.
მეტრეველის თქმით, ეს ანგარიში იყო "ოცნების" მხილება.
დღევანდელი საგანგაშო შეფასებები ერთზე მეტყველებს, რომ 2020-2022 წლებში გელათის ტაძარში დანაშაულების მთელ კასკადს ჰქონდა ადგილი და დღევანდელი განცხადებები, ეს იყო მხილება "ქართული ოცნების", რომელიც თავის გულგრილობით, არაპროფესიონალიზმით, ანგრევს და ანადგურებს ქრისტიანული მემკვიდრეობის უნიკალურ ძეგლებს. ჩვენ დავკარგავთ გელათის მხატვრობის უნიკალურ ფრაგმენტებს და ისინი ვეღარასოდეს ვეღარ აღდგება იმ სახით, რა სახითაც საუკუნეების განმავლობაში ტაძარმა შენამდე მოაღწია. აღმართულია კედლები მოქალაქეებს, კულტურის მინისტრს და მის თანამშრომლებს შორის, ამიტომ, ასეთმა გულგრილობამ და ასეთმა კარჩაკეტილობამ მიიყვანა გელათი იქამდე, სადამდეც ეს პროცესები მივიდა",- განაცხადა დეა მეტრეველმა.
გელათის ფრესკების გადარჩენა შეუძლებელია - ასეთია მთავრობის მიერ შექმნილი რესტავრატორების ჯგუფის პირველი ანგარიში. უძველეს ტაძარში საგანგებო მისიით მივლენილი სპეციალისტები პირდაპირ ამბობენ, რომ უნიკალური ფრესკები ნადგურდება.
ექსპერტების თქმით, არის მხატვრობის ნაწილი, სადაც რესტავრაცია შეუძლებელია, ავთენტური სახე იკარგება და დაზიანებები ისევ აქტიურ ფაზაშია.
გელათის რეაბილიტაციის კომიტეტი, რომელსაც საპატრიარქო ხელმძღვანელობს უკვე 6 თევა მონასტერში მუშაობს. კომიტეტის წევრები ამბობენ, რომ ახლა მათ მიზანს კედლების გამოშრობა წარმოადგენს. მათი თქმით, არასწორად გაკეთებული გადახურვის სამუშაოების გამო ტაძარში წყალი ჩადიოდა და სინესტე დაგროვდა, ამის გამო კედლის გამოშრობა ამ დრომდე ვერ ხერხდება.
2018-19 წლებში გელათის სახურავის სარემონტო სამუშაოების შედეგად ტაძარში წყალი ჩავიდა, რის შემდეგაც შეუქცევადი პროცესები დაიწყო. 2021 წელს გელათის რეაბილიტაციის საქმეში იტალიური ასოციაცია, თუმცა დაზიანებები ტაძარში ისევ გრძელდება. უკვე მაისის თვეში გელათის მართვა საპატრიარქომ გადაიბარა.