ეს პოლიტიკური კი არა კომერციული პარლამენტის, სადაც 28 ოფიციალური მილიონერია - გოცირიძე
ეს პოლიტიკური კი არა კომერციული პარლამენტის, სადაც 28 ოფიციალური მილიონერია - ამის შესახებ "ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა რომან გოცირიძემ კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
როგორც გოცირიძემ განაცხადა, ბიზნესმენები პარლამენტში იმიტომ მოდიან, რომ ტენდერები მოიგონ და ხელისუფლების მფარველობის ქვეშ იყვნენ.
„სამწუხაროდ, ეს პარლამენტი არ არის პოლიტიკური პარლამენტი, არამედ კომერციული პარლამენტი, სადაც 28 ოფიციალური მილიონერია, სადაც დეპუტატები მხოლოდ იმიტომ დადიან, რომ იმ გადაწყვეტილებას დააჭირონ ხელი, რომელ გადაწყვეტილებაზეც უბრძანებენ. პროფესიონალი პოლიტიკოსი ხელფასით უნდა ცხოვრობდეს და მისთვის პარლამენტში მუშაობა ყოველდღიური საქმიანობა უნდა იყოს. რა უნდათ პარლამენტში ბიზნესმენებს?! - ფულს იქეთ გადაგიხდიან. სამწუხაროდ, ბიზნესმენები პარლამენტში იმიტომ მოდიან, რომ ტენდერები მოიგონ და ხელისუფლების მფარველობის ქვეშ იყვნენ, ხოლო ოპოზიციას პარლამენტში იმიტომ უნდა, რომ თავი რეპრესიებისგან დაიცვას. პარლამენტი უნდა იყოს პოლიტიკური და არა კომერციული ორგანო. დეპუტატს მაღალი ხელფასი უნდა ჰქონდეს, მაგრამ საქმის კეთებისათვის და არა საკუთარი ბიზნესის ლობირებისათვის, ყოველდღიური მუშაობისათვის და არა სტატისტად ყოფნისათვის, როცა მათი მთავარი როლი მხოლოდ კენჭისყრის ღილაკზე ხელის დაჭერაა”, - განაცხადა რომან გოცირიძემ კომიტეტის სხდომაზე.