Red Wings-ის თვითმფრინავი, რომელიც ბათუმისკენ რეისს ასრულებდა, მოსკოვში გაბრუნდა

10.11.23 16:48
Red Wings-ის თვითმფრინავი, რომელიც ბათუმისკენ რეისს ასრულებდა, მოსკოვში გაბრუნდა

რუსული თვითმფრინავი ბათუმში ვერ დაჯდა. Red Wings-ის ავიახომალდი შავი ზღვის სანაპირო ქალაქიდან უკან მოსკოვისკენ გაფრინდა. ამის შესახებ ინფორმაცია პორტალ Flightradar-ზეა ხელმისაწვდომი.

სავარაუდოდ, შეცვლილი მარშრუტის მიზეზი ტექნიკური გაუმართაობა გახდა, ოფიციალური ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ ვრცელდება. არსებობს ფაქტები,  რომლის მიხედვითაც Red Wings-ის თვითმფრინავები მწყობრიდან ხშირად გამოდიან. ასე მოხდა მაგალითად, აგვისტოში, როცა ბოინგ 777-ის მგზავრები ანტალიისკენ სწორედ თვითმფრინავის პრობლემის გამო ვერ გაფრინდნენ. მოსკოვში კი Red Wings-ის წინააღმდეგ საქმე საფრთხისშემცველი მომსახურების გაწევის მუხლით არის აღძრული.

დღეს ფრენა Sukhoi Superjet-ით სრულდებოდა. საქართველოსკენ მომავალი რუსი ტურისტებით დატვირთული მსგავსი ავიახომალდი კი ადრეც გაფუჭდა.

 

მსგავსი სიახლეები