სოფო ჯაფარიძემ გინტურის ოჯახის წევრებთან ერთად მათი სახლიდან საქართველოსა და ევროკავშირის დროშები გადმოფინა

10.11.23 17:10
სოფო ჯაფარიძემ გინტურის ოჯახის წევრებთან ერთად მათი სახლიდან საქართველოსა და ევროკავშირის დროშები გადმოფინა

 

 

 

ენმ-ს წევრმა და მიხეილ სააკაშვილის პერსონალურმა წარმომადგენელმა სოფო ჯაფარიძემ თანაპარტიელებთან და ოკუპანტების მიერ სასტიკად მოკლული მაიორის ოჯახის წევრებთან ერთად გინტურების სახლიდან საქართველოს და ევროკავშირის დროშა გადმოფინა.

ჯაფარიძის თქმით, ამ ჟესტს სიმბოლური დატვირთვა აქვს და საქართველოს ერთიანობას უკავშირდება.

მისივე განცხადებით, თამაზ გინტურმა, არა მარტო ლომისის არამედ ევროკავშირის კარიც გააღო. 

დღეს ოკუპანტი რუსეთი ებრძვის ხუთჯვრიან დროშას. ისინი ებრძვიან თავისუფალი და ძლიერი საქართველოს იდეას და სწორედ თავისუფალი და ძლიერი საქართველოს იდეას შეეწირა თამაზ გინტური. ძალიან მნიშვნელოვანია, სულ გვახსოვდეს, რომ ასეთ გმირებზე დგას ჩვენი ქვეყანა. თამაზ გინტურმა, არა მარტო ლომისის არამედ ევროკავშირის კარიც გააღო. , მან გააღო თავისუფალი და ძლიერი საქართველოს კარი". - განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.

 

მსგავსი სიახლეები