ეუთო/ოდირის დასკვნა "კარვების კანონთან" დაკავშირებით - რას ურჩევენ "ოცნებას" საპარლამენტო ოპოზიციის წევრები

10.11.23 17:22
ეუთო/ოდირის დასკვნა "კარვების კანონთან" დაკავშირებით - რას ურჩევენ "ოცნებას" საპარლამენტო ოპოზიციის წევრები

"კარვების კანონთან" დაკავშირებით ეუთო/ოდირის დასკვნის გათვალისწინებისკენ მოუწოდებენ ოპოზიციის წევრები "ქართულ ოცნებას". სახელისუფლებო გუნდის წევრებს ხელისუფლების ოპონენტები ურჩევენ, რომ კრიტიკული დასკვნა გაიზიარონ და პრეზიდენტის ვეტო არ დაძლიონ.

ძალიან კარგია, რომ ჩვენი პოზიცია არის თანხვედრაში და დაემთხვა ამასაც პრეზიდენტის პოზიცია - ვეტო დაადო, საერთაშორისო დამკვირვებლების, ეუთო იქნება თუ ექსპერტები, ამასვე ამბობენ. ამ ხელისუფლებას, სანამ აქვს პარლამენტში უმრავლესობა, შეუძლია დაძლიოს ვეტო, ეს არ არის მნიშვნელოვანი, მთავარია, რომ ეს პროექტი, როგორც პოლიტიკური ნაბიჯი დაგმობილია ყველა იმ მხარის მიერ, ვისაც ამ საქმეში ტექნიკური ცოდნა მოეკითხება, ან პოლიტიკური მიზანშეწონილობის თაობაზე მსჯელობს,“ - ამბობს უსუფაშვილი.

"ევროოპტიმისტების" თავმჯდომარე მმართველ ძალას შეახსენებს, რომ საქართველო რამდენიმე კვირაში ევროკავშირისგან საბოლოო გადაწყვეტილების მოლოდინშია სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, შესაბამისად, რომან გოცირიძე "ოცნებას" ურჩევს, რომ არ მიიღონ ისეთი კანონი, რომელმაც დეკემბერში მისაღებ გადაწყვეტილებაზე შესაძლოა გავლენა მოახდინოს.

ეს რომ მოხდა, იმ ზღაპრებს რომ ყვებოდნენ, ოქტომბერში მოსალოდნელ კარვების რევოლუციაზე, მართლაც ამ კარვების კანონით გამოწვეული სტატუსის შეფერხება, შეიძლება რევოლუციად დაუჯდეთ, ზღაპრებიდან შეიძლება რეალობა იხილონ - ამიტომ, ვერ გაბედავენ ვეტოს დაძლევას, თუკი ელემენტარული გონიერება შერჩენიათ, თუ არადა, ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში წარმოუდგენელ, ბობოქარ ტალღებს მიიღებენ, ვინაიდან მთელი საქართველო ზეიმობს, რომ გაგვეხსნა კარი ევროკავშირში გაწევრიანებისკენ და წარმოგიდგენიათ ახლა, ამ კანონის მიღებით რამე შეფერხება რომ მოხდეს დეკემბერში?“ - ამბობს რომან გოცირიძე.

იმ შემთხვევაში კი, თუ სახელისუფლებო გუნდი ეუთო/ოდირის დასკვნას არ გაითვალისწინებს და კანონს დაამტკიცებს, პარტია "საქართველოსთვის" დეპუტატის შეფასებით, ამ ნაბიჯით ხელისუფლება ავტორიტარული რეჟიმის გაფორმებას დაიწყებს.

მეთოდებითაც, დემოკრატიის შემზღუდველი ნაბიჯებითაც, ანტიდემოკრატიული ნაბიჯებითაც, ბევრი სხვა მეთოდითაც „ოცნება“ და ნაცები ერთმანეთზე უარესები გახდნენ, ეს არის მოცემულობა. რა თქმა უნდა, ასეთი ტიპის შეზღუდვები, ასეთი ტიპის ხელისუფლებას, რომელიც შეპყრობილია ძალაუფლების შენარჩუნების მოტივით და ამას ყველაფრის ფასად აკეთებს არის რა თქმა უნდა, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის საფრთხის შემცველი. როდესაც გამოხატვის თავისუფლებას ებრძვის ხელისუფლება, იმას რესურსი არ აქვს დარჩენილი, გარდა იმისა, რომ ფაქტობრივად, ავტორიტარული რეჟიმის გაფორმება დაიწყოს ქვეყანაში,“ - ამბობს ბექა ლილუაშვილი.
 

მსგავსი სიახლეები