"კოკა-კოლამ" ბათუმში სადისტრიბუციო ჰაბი შეიქმნა
"კოკა-კოლამ" რეგიონებში ოპერირების ახალი სტანდარტი დანერგა - ბათუმში სადისტრიბუციო ჰაბი შეიქმნა. ამ გზით კი მოხდება პროდუქციის დახარისხება ახალი სტანდარტებით.
კომპანიაში ამბობენ, რომ სადისტრიბუციო ჰაბის შექმნით მოხდება დანახარჯების მართვის ეფექტური გადანაწილება. ახალ სივრცეში გარანტირებულია სურსათის უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვა, რომელიც მიიღწევა დასაწყობების მეთოდების დახვეწითა და შესატყვისი ტემპერატურული რეჟიმების უზრუნველყოფით.
"კოკა-კოლაში" ამბობენ, რომ ახალი სტანდარტის დამკვიდრებით საოპერაციო გამჭვირვალობა გაიზრდება და დასაქმებულები უფრო კომფორტულ გარემოში იმუშავებენ.