"შემგუებლობა ოკუპაციასთან შედეგის მომტანი არ არის" - მელია კირბალში ჩავიდა
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია სოფელ კირბალში ჩავიდა. ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა თამაზ გინტურის ოჯახს მიუსამძიმრა და მედიასთან ოკუპაციის მძიმე შედეგებზე ისაუბრა, რომელსაც არაერთი მშვიდობიანი მოქალაქე ეწირება.
მელია მიიჩნევს, რომ ოკუპაციასთან შემგუებლობა არ არის გამოსავალი და რომ ამას მმართველმა პარტიამ აქტიური პოლიტიკა უნდა დაუპირისპიროს.
სისხლიანი ოკუპაცია გრძელდება მთელი თავისი სისასტიკით და უსამართლობით და ამის საპასუხოდ ქართულმა საგარეომ აქტიური პოლიტიკა უნდა დაუპირისპიროს და არა მოჩვენებითად ოკუპაციასთან მონათლული შემგუებლობა. შემგუებლობა ოკუპაციასთან არ არის შედეგის მომტანი, აქედან გამომდინარე ცვლილებები არის მნიშვნელოვანი", - აღნიშნა ნიკა მელიამ.