სალომე ზურაბიშვილი ემანუელ მაკრონს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ფრანგ კოლეგას ემანუელ მაკრონს შეხვდა. შეხვედრის ამსახველ ფოტოებს პრეზიდენტი ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
სალომე ზურაბიშვილი პარიზის მშვიდობის ფორუმში მიიღებს მონაწილეობას. პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა 10-11 ნოემბერს არის დაგეგმილი.
პარიზის მშვიდობის ფორუმის სპიკერების სიაში, პრეზიდენტი და პრემიერი ერთად არიან. ეს არის პირველი შემთხვევა ზურაბიშვილის პრეზიდენტობის ისტორიაში, როდესაც ის, მაღალი დონის ფორუმს პრემიერთან ერთად დაესწრება.
მანამდე კი საფრანგეთის პრეზიდენტი საქართველოს პრემიერს შეხვდა. ირაკლი ღარიბაშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ ემანუელ მაკრონმა ევროკომისიის პოზიტიური გადაწყვეტილება ქართველ ხალხს მიულოცა და მილოცვის ტექსტი ქართულ ენაზე გამოაქვეყნა.