2024 წელს ვეღარ იქნება ერთი პარტია, იძულებულები ვიქნებით, სხვა პარტიების ხმას მოვისმინოთ - ოთარ ზურაბიშვილი

10.11.23 18:44
2024 წელს ვეღარ იქნება ერთი პარტია, იძულებულები ვიქნებით, სხვა პარტიების ხმას მოვისმინოთ - ოთარ ზურაბიშვილი

"მე ვფიქრობ, რომ მრავალპარტიული პარლამენტი იქნება, 2024 წელს ვეღარ იქნება ერთი პარტია" - ეს განცხადება პრეზიდენტის ძმამ ოთარ ზურაბიშვილმა "დღის ამბებში" გააკეთა. იგი სალომე ზურაბიშვილის მიერ დაანონსებულ კოალიციურ მმართველობას იზიარებს და აღნიშნავს, რომ 2024 წლის არჩევნების შემდეგ ქვეყანაში არსებულ პარტიებს ერთმანეთის მოსმენა და საერთო ძალისხმევით მუშაობა მოუწევს. 

ოთარ ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ საქართველო ისტორიული შესაძლებლობის წინაშე დგას, ამიტომ ახლა პარტიული ბრძოლების დრო არ არის.

ჩვენ ვართ ჩართულნი ძალიან სერიოზულ ბრძოლაში და ამიტომ, გადასვლა პარტიულ გზავნილებზე, მგონი, ამის დრო არ არის. დროა, დეტალურად წავიკითხოთ, რა წერია რეკომენდაციაში, შევადგინოთ გეგმა, რომ მივიღოთ ის, რაც სასურველია ქართველი ხალხისთვის. ძალიან მარტივად გეტყვით, რომ უცნაური რამე ისმის, რომ გადავდივართ პატარა ბრძოლაში, რომელიც არის პარტიული ბრძოლა. ქართული საქმე პატარა პარტიულ ბრძოლებში არ კეთდება. ევროპის კითხვებსა და შენიშვნებს სათანადო პასუხი უნდა გავცეთ.

რუსული კანონის დროს, როცა იყო გამოსვლები, როცა იყოს ევროპის მიმართ გამოსვლები და მხარდაჭერა, ამან დიდი როლი ითამაშა. ევროპაში რომ დაინახეს, ევროპის დროშა აფრიალებული და ქალი, რომელიც მარტო მიდის იერიშისთვის, ევროპის ქვეყნებზე დიდი შთაბეჭდილება დატოვა. მე ვფიქრობ, რომ მრავალპარტიული პარლამენტი იქნება, 2024 წელს ვეღარ იქნება ერთი პარტია, იძულებული ვიქნებით, ვისწავლოთ, მოვუსმინოთ მეორე პარტიას, ასევე გავიგოთ სხვა პარტიების ხმა და ერთად გავაკეთოთ საერთო პროგრამა, რომ ბოლო მინამდე მივიდეთ - განაცხადა ოთარ ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტი კოალიციურ მმართველობას აანონსებს - სალომე ზურაბიშვილი ფიქრობს, რომ სწორედ ამ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება. 

ფრანს 24-თვის მიცემული ინტერვიუთი სალომე ზურაბიშვილმა "ქართულ ოცნებას" ეუბნება, რომ უნდა  ქვეყანაში დემოკრატიული არჩევნების გარეშე არაფერი გამოვა. სწორედ ამ გზავნილებით დაიწყო პრეზიდენტმა  უნებართვოო ვიზიტი საფრანგეთში.

მსგავსი სიახლეები