პრემიერი: ჩვენ ავირჩიეთ სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკა

10.11.23 18:40
პრემიერი: ჩვენ ავირჩიეთ სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკა

"ყველა ხელმძღვანელობის პირობებში საქართველოში იყო ომები, კონფლიქტები, ვკარგავდით ტერიტორიებს, ახლა საქართველოში ომი არ არის და ჩვენ ტერიტორიებს არ ვკარგავთ," - ეს განცხადება საქართველოს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარიზის მშვიდობის ფორუმზე გააკეთა. 

პრემიერმა მმართველი პარტიის მიღწევებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ წინა ხელისუფლებების პირობებში ქვეყანაში დაძაბული მდგომარეობა იყო, ახლა კი "ქართულმა ოცნებამ" "სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკა" აირჩია.

საქართველოს ინტერესი გახლავთ უზრუნველყოფილი იქნეს ხანგრძლივი მშვიდობა და სტაბილურობა რეგიონში. ჩემმა მთავრობამ მოვახერხეთ მიგვეღწია უწყვეტი და უპრეცედენტო მშვიდობისთვის და სტაბილურობისთვის ჩვენს ქვეყანაში. ყველა ხელმძღვანელობის პირობებში საქართველოში იყო ომები, კონფლიქტები, სამოქალაქო ომი, ტერიტორიებს ვკარგავდით - ახლა არის ერთადერთი პერიოდი, როცა ომი არ არის, ჩვენ ტერიტორიებს არ ვკარგავთ, ვაძლიერებთ, ვამდიდრებთ ქვეყანას და ეს გახლავთ ისეთი რამ, რასაც მოაქვს აყვავება ჩვენი ხალხისთვის. რა თქმა უნდა, გამოწვევა ოკუპაციასთან დაკავშირებით არ გამქრალა, მაგრამ ჩვენ ავირჩიეთ სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკა, რატომ ვაცხადებ ამას, იმიტომ, რომ არის ისეთი საკითხები, რასაც დაუყოვნებლივ ვერ მოვაგვარებთ - საჭიროა მოთმინება, სტრატეგია, სამოქმედო გეგმა და ამას უნდა მიჰყვე, იყო თანმიმდევრული," - ამბობს პრემიერი.

ფორუმის ფარგლებში პრემიერმა ასევე ისაუბრა ევროკომისიის პოზიტიურ რეკომენდაციაზე და აღნიშნა, რომ ეს შედეგი "ოცნების" პოლიტიკის შედეგია. 

ეს არის ისტორიული მიღწევა. საქართველოს მოსახლეობამ, ჩემმა პარტიამ, მმართველმა პარტიამ კონკრეტული, შეუქცევადი გადაწყვეტილება მიიღო, რომ უნდა დავუახლოვდეთ ევროპას და გავხდეთ სრულუფლებიანი წევრები ევროკავშირის და ამ მიმართულებით ნაბიჯ-ნაბიჯ, თანმიმდევრულად მივდივართ, ვუახლოვდებით,“ - ამბობს პრემიერი.
 

მსგავსი სიახლეები