რუსულ კონიაკს ვამზადებთ, როცა ქართველ ხალხს კლავენ, ეს ადეკვატური პასუხია? - ოთარ ზურაბიშვილი

10.11.23 19:17
რუსულ კონიაკს ვამზადებთ, როცა ქართველ ხალხს კლავენ, ეს ადეკვატური პასუხია? - ოთარ ზურაბიშვილი

ოთარ ზურაბიშვილი "დღის ამბებში" სოფელ კირბალთან რუსი საოკუპაციო ძალების მიერ თამაზ გინტურის მკვლელობას ეხმაურება და ამბობს, რომ პრემიერ ღარიბაშვილისა და ევროპელი პარტნიორების განცხადებები ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულია.

ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ მაშინ, როდესაც ოკუპანტები საქართველოს მშვიდობიან მოქალაქეებს კლავენ, რუსეთთან ფრენების აღდგენა და თუნდაც, კონიაკის რუსეთში გატანა, არაადეკვატურ ქმედებაა, რომელიც ქვეყანას დააზარალებს.

ძალიან საინტერესო არის, თუ შევადარებთ ევროპის განცხადებასა და ჩვენი პრემიერის განცხადებას კირბალში მომხდარზე. ომი აღარ მიმდინარეობს, მაგრამ ყოველდღიურად საზღვარზე არის გატაცებები და თუ ომი არ არის, აბა რა არის. ამასობაში კლავენ ქართველებს და მეორე მხრივ ჩვენ უნდა აღვადგინოთ რუსეთთან ფრენები. ეს არის ჩემთვის გაუგებარი. რუსულ კონიაკს ვამზადებთ, როცა ქართველ ხალხს კლავენ, ეს არის ადეკვატური პასუხი? ყოველდღიურად არის ომი. არსებობს რისკები და ამაზე უნდა ვიმსჯელოთ. ის განცხადებები, რომ ყველაფერი კარგად არის, დარჩით სახლში, საშიში არაფერია, ეს ხალხისთვის დამაჯერებელი არ არის - აღნიშნა ოთარ ზურაბიშვილმა.

მსგავსი სიახლეები