ოპოზიცია ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში გინტურის მკვლელების შეყვანას ითხოვს - „ოცნება“ უარზეა

10.11.23 20:45
ოპოზიცია ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში გინტურის მკვლელების შეყვანას ითხოვს - „ოცნება“ უარზეა

 

 

ხელისუფლებამ კიდევ ერთი ტესტი ვერ ჩააბარა. "ოცნება" არ უერთდება მოთხოვნას, დაისაჯონ თამაზ გინტურის მკვლელები. ოპოზიციამ პარლამენტში უკვე დააინიცირა რეზოლუცია, ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის გაფართოებისა და რუსი ოკუპანტების დასჯის შესახებ. დოკუმენტის მიხედვით, პარლამენტმა უნდა დაგმოს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ანექსია, თამაზ გინტურის მკვლელეობა და სრული პასუხისმგებლობა რუსეთს დააკისროს. 

თუ რეზოლუცია დამტკიცდება, ეს იქნება პრეცედენტი, რომ საქართველოს პარლამენტი რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ ჩადენილ დანაშაულზე პოზიციას საჯაროდ დააფიქსირებს და ამის შესახებ საერთაშორისო პრატნიორებისთვისაც იქნებოდა ცნობილი. მაგრამ დოკუმენტის დამტკიცებამდე საქმე, დიდი ალბათობით, არც კი მივა. ივანიშვილის გუნდმა რეზოლუციის პროექტი უკვე თაროზე შემოდო, ოპოზიციას კი უთხრა, რომ ფარისევლები არიან და  მსგავს საკითხებზე საუბრის მორალური უფლება არ აქვთ.

ვრცლად ნახეთ ხატია სამხარაძის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები