ვეტოდადებულ კარვების კანონს ეუთო/ოდირი აკრიტიკებს - დაიხევს თუ არა "ოცნება" უკან?

10.11.23 20:41
ვეტოდადებულ კარვების კანონს ეუთო/ოდირი აკრიტიკებს - დაიხევს თუ არა "ოცნება" უკან?

 

 

მოუწევს თუ არა "ქართულ ოცნებას" კიდევ ერთ დრაკონულ კანონზე უარის თქმა? ე.წ. კარვების შესახებ კანონი პარლამენტმა არ უნდა მიიღოს -  პრეზიდენტის მიერ ვეტოდადებულ კანონს ეუთო ოდირის უმძიმესი დასკვნა წამოეწია. მმართველი გუნდის ინიციატივა დისკრიმინაციულია და სრულად აცდენილი ევროპულ სტანდარტებთან. დასკვნაში ასევე უარყოფითადაა შეფასებული კანონპროექტის დაჩქარებულად მიღების წესი. კარვის გაშლის ან დამატებითი კონსტრუქციების აღმართვის აკრძალვა შეფასებულია, როგორც ადამიანის უფლებების დარღვევა. 

ახლა "ქართულმა ოცნებამ" უნდა გადაწყვიტოს, დაემოჩილება თუ არა გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაციის რეკომენდაციას თუ ისევ დაპირისპირების გზას აირჩევს დასავლეთთან. ფაქტია, რომ სახალხო დამცველის მიმართვის საპასუხოდ ხელისუფლების ინიციატივაზე უმკაცრესი დასკვნა მოვიდა. "ოცნება" ტაიმ აუტს იღებს და შიდა კონსულტაციების რეჟიმში გადადის. დარჩება თუ არა კარვების კანონი ვეტოდადებული ეს უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

ვრცლად ნახეთ რუსუდან ჯაბანიშვილის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები