დაუსაბუთებელი სპეკულაციები დასრულებულია, რომ მთავრობა არ იმსახურებს და ხალხი იმსახურებს - ღარიბაშვილი
"მთავრობა არ იმსახურებს და ხალხი იმსახურებს. უკაცრავად და შარშან ხალხი არ იყო და არ იმსახურებდნენ ამ სტატუსს? რატომ არ იყო მაშინ აქცენტი გაკეთებული სტატუსზე?" - განცხადება პრემიერ ღარიბაშვილმა საფრანგეთში მედიასთან გააკეთა და აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდში გარკვეული ჯგუფები გააქტიურდნენ, რომლებიც კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით საბოტაჟს ეწეოდნენ.
ღარიბაშვილი მიიჩნევს, რომ ამ შემთხვევაში საქართველოს მთავარი ამოცანა სტატუსის მიღებაა, ხოლო პოლიტიკური ქულების დაწერა, უმნიშვნელოა.
პირველ რიგში უნდა აღვნიშნო, რომ ამ გადაწყვეტილებიდან და იმ ჩანაწერით, რომელიც ჩვენ ვიხილეთ, ის სპეკულაციები უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი, უსუსური ხშირ შემთხვევაში, დასრულებულია, რომ თითქოს მთავრობას არაფერი არ გაუკეთებია. მთავრობა არ იმსახურებს და ხალხი იმსახურებს. უკაცრავად და შარშან ხალხი არ იყო და არ იმსახურებდნენ ამ სტატუსს? რატომ არ იყო მაშინ აქცენტი გაკეთებული სტატუსზე? მაშინ, როდესაც იგივე ადამიანები დღეს ამას უსინდისოდ იმეორებენ, არაფერი არ გაუკეთებიათ იმისთვის, რომ ქვეყანას შარშანვე მიეღო სტატუსი, პირიქით პირდაპირ საბოტაჟს ეწეოდნენ, რომ ქვეყანას არ მიეღო სტატუსი. ეს რეალობაა, ასევე ადამიანები, რომლებიც არ მინდა გავიმეორო, ბოლო პერიოდში გამოჩნდნენ, გააქტიურდნენ და თქვეს, რომ ქვეყანა მიიღებდა სტატუსს, სცადეს უსუსურად ქულების ჩაწერა. მთავარი რამ ავიწყდებათ ამ ადამიანებს, მთავარი ის კი არ არის ვინ რა ქულას ჩაიწერს, მთავარი ის არის, რომ ქვეყანამ მიიღოს სტატუსი, გაძლიერდეს, განვითარდეს, წინ წავიდეს, ეს არის მთავარი ამოცანა. ეს უნდა იყოს მთავარი ინტერესი - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.