პრობლემა სისტემაშია - ნანუაშვილი ნინოწმინდის პასიონის ახალ ხელმძღვანელზე

15.06.21 11:15
პრობლემა სისტემაშია - ნანუაშვილი ნინოწმინდის პასიონის ახალ ხელმძღვანელზე

მეუფე ნიკოლოზი ნინოწმინდის პანსიონის მმართველად - არასამთავრობო ორგანიზაციები ძალადობის რისკებს ისევ ხედავენ და ფიქრობენ, რომ მთავარი არა ცვლილება, არამედ ეფექტიანი კონტროლია. 

გაუგებარია, თუ რა კრიტერიუმების საფუძველზე მოხდა მისი ამ თანამდებობაზე დანიშვნა. ზოგადად, როცა საუბარია ბავშვთა სახლებზე, აუცილებელია, ბავშვებთან მუშაობდნენ ის ადამიანები, რომლებსაც აქვთ ბავშვთა და ადამიანის უფლებებზე მუშაობის გამოცდილება. ნაცვლად იმისა, რომ მოხდეს ამ პოლიტიკის შეცვლა, ხდება ხელმძღვანელობის შეცვლა, რომელიც არანაირ შედეგს არ გამოიღებს და ეს იქნება ცვლილება ცვლილებისთვის. ეს არის მოსახლეობის ყურადღების გადატანის მცდელობა. პრობლემა კი რჩება და არის სისტემაში"- აცხადებს ყოფილი სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილი. 

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის კარი გუშინ გაიღო. პატრიარქმა დაწესებულების ხელმძღვანელად ბოდბელმა ეპისკოპოსი დანიშნა. სკანდალში გახვეულმა მეუფე სპირიდონმა კი დაწესებულება ისე დატოვა, რომ კომენტარი არ გაუკეთებია. 

რაც შეეხება ნინოწმინდის პანსიონში არსებულ მდგომარეობას, დაწესებულებაში 23 ბენეფიციარი რჩება. ახალი მმართველი ადგილზე დღეს ჯერ არ გამოჩენილა.