მსოფლიო ლიდერებმა ისრაელის ნაცვლად ჰამასი უნდა დაგმონ - ნეთანიაჰუ
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ საფრანგეთის პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ მსოფლიო ლიდერებმა ისრაელის ნაცვლად ჰამასი უნდა დაგმონ.
მისი თქმით, ისრაელი მშვიდობიანი მოქალაქეების კონფლიქტისგან გარიდებას მაშინ ცდილობდა, როცა ტერორისტული დაჯგუფება ჰამასი მათ "ცოცხალ ფარად" იყენებდა.
"დანაშაულებს, რასაც ჰამასი-ISIS დღეს ღაზაში სჩადის, ხვალ ჩაიდენს პარიზში, ნიუ-იორკში და მთელი მსოფლიოს გარშემო", - განაცხადა მან.
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ისრაელის თავდაცვის ძალებს ღაზის სექტორში მშვიდობიანი მოქალაქეების დაბომბვის შეწყვეტისკენ მოუწოდებს.