ეს იქნებოდა ისტორიული შედეგი - ზურაბიშვილი პუტინის შესაძლო გასამართლებაზე
გულში იმედოვნებთ, რომ პუტინი და ასევე სი ძინ პინს როდესმე გასამართლდებიან? არა მხოლოდ ომის დანაშაულისთვის, არამედ კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის. თქვენი პირადი სურვილია, რომ ეს ორი ადამიანი გასამართლდეს, პუტინი რა თქმა უნდა, უპირველესად, რადგან თქვენ უფრო გეხებათ? - LCI-ს ჟურნალისტის ამ კითხვაზე სალომე ზურაბიშვილი პასუხობს და ამბობს, რომ ეს ფაქტი რელევანტუი არ არის.
მე ჩემი შინაგანი რწმენით ვფიქრობ, რომ ეს იქნებოდა ისტორიული შედეგი, რაც გარკვეულ საკითხებს თავის ადგილს მიუჩენდა. თუ მეკითხებით, ვფიქრობ, რომ ეს რეალისტურია? - არა".- განაცხადა ზურაბიშვილმა.