ვფიქრობ, რომ საქართველო, უკრაინა და მოლდოვა ერთდროულად შევლენ ევროკავშირში - ზურაბიშვილის ინტერვიუ LCI-სთან

11.11.23 12:37
ვფიქრობ, რომ საქართველო, უკრაინა და მოლდოვა ერთდროულად შევლენ ევროკავშირში - ზურაბიშვილის ინტერვიუ LCI-სთან

სალომე ზურაბიშვილი ფიქრობს, რომ  საქართველო, უკრაინა და მოლდოვა ერთდროულად გახდებიან ევროკავშირის წევრები. 

ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა LCI-სთან  მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

კერძოდ, სალომე ზურაბიშვილმა უპასუხა კითხვას - არიან თუ არა ევროპელები მიზანმიმართულები მაშინ, როდესაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი მომხრეა, რომ უკრაინა შევიდეს ევროკავშირში, მაგრამ 2030 წელს.

არა, მე ვფიქრობ რომ ეს ერთდროულად მოხდება. ეს მოხდება 2030 წელს,  2031, თუ 2029 წელს, არ ვიცი, მაგრამ ეს ჰორიზონტი იქნება მომდევნო, «big bangs», როგორც ამბობდნენ, მომდევნო წევრები შევლენ დაახლოებით ერთად. ჩვენ ტრიო ვართ, მოლდოვა, უკრაინა და  საქართველო და ეს ტრიო ჩვენთან შეიქმნა.

შარლ მიშელის იდეა - 2030 არის ჰორიზონტი, რომელიც გაფართოებისთვის მოიაზრება, ძალიან საინტერესოდ მეჩვენება (შეიძლება ის აღარ იყოს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი). ევროკავშირში კანდიდატი ქვეყნების ეტაპობრივი ასოცირება თემატურად, იმ საკითხებზე, რაშიც ისინი მზად არიან, მაგალითად, საქართველოსთვის ტრანსპორტის, შავ ზღვაზე ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის საკითხებზე ჩვენთვის ძალიან საინტერესოა, რა თქმა უნდა, ხმის უფლების გარეშე, მაგრამ ეს წინასწარი ასოცირება უკეთესად მოამზადებდა კანდიდატებს იმაზე, რაც მათ შესაბამის მომენტში მოელით". - ამბობს საქართველოს პრეზიდენტი.

მსგავსი სიახლეები