რუსეთი მოლაპარაკებით უნდა ვაიძულოთ, უარი თქვას ტერიტორიების ოკუპაციაზე - ზურაბიშვილი

11.11.23 13:03
რუსეთი მოლაპარაკებით უნდა ვაიძულოთ, უარი თქვას ტერიტორიების ოკუპაციაზე - ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი ფიქრობს, რომ რუსეთის ომი უკრაინაში მოლაპარაკებით დასრულდება.  როგორც სალომე ზურაბიშვილი ფრანგულ მედიასთან აცხადებს, სწორედ ეს მოლაპარაკება აიძულებს პუტინს, რომ უარი თქვას სხვა სახელმწიფოების ტერიტორიების ოკუპაციაზე.

პრეზიდენტი ამბობს, რომ ამ საბოლოო მოლაპარაკებამ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიც უნდა მოიცვას. 

დიახ. იქნება მოლაპარაკება, რადგან რაღაც მომენტში იძულებული უნდა გახდეს რუსეთი, რომ დათანხმდეს, ეს უნდა მოხდეს მოლაპარაკებით. ზოგი ამბობს, რომ ის ბოლომდე უნდა განადგურდეს. მოლაპარაკებებით უნდა მოხდეს რუსეთის იძულება, რომ ის გახდეს სახელმწიფო, რომელიც უარს ამბობს სხვა სახელმწიფოების ტერიტორიების ოკუპაციაზე. ეს საბოლოო მოლაპარაკების გამოწვევაა. მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რადგან ამ საბოლოო მოლაპარაკებამ უნდა მოიცვას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები, უნდა მოიცვას დნესტრისპირეთიდან გამოსვლაც. მხოლოდ ზელენსკი არ დაიბრუნებს სრულად უკრაინის ტერიტორიებს, რაც უმთავრესი მიზანია, მაგრამ საჭიროა, რუსეთი თავის საზღვრებში დაბრუნდეს - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მსგავსი სიახლეები