საქართველოს პატრიოტმა თამაზ გინტურმა სალოცავის აჭედილი კარი გააღო - ხაბეიშვილი

11.11.23 13:11
საქართველოს პატრიოტმა თამაზ გინტურმა სალოცავის აჭედილი კარი გააღო - ხაბეიშვილი

საქართველო თამაზ გინტურს ემშვიდობება- გორში, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი, პარტიის წევრებთან ერთად იმყოფება. 

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, საქართველოს პატრიოტმა თამაზ გინტურმა სალოცავის აჭედილი კარი გააღო, რის გამოც ოკუპანტმა ზურგში სროლით მოკლა.

თამაზ გინტური იყო საქართველოს პატრიოტი, 2008 წლის ომის მონაწილე და იმიტომ, რომ სალოცავის აჭედილი კარი გააღო, იმიტომ, რომ სასაფლაოზე იყო, ოკუპანტმა ზურგში სროლით მოკლა და ჩვენდა სამწუხაროდ ეს არ არის ერთეული შემთხვევა, როცა ხდება ადამიანების მკვლელობა, გატაცება და შემდეგ ამაზე პასუხისმგებლობას არ იღებს არავინ და სამწუხაროდ, არც ოკუპანტს, კონკრეტულ დამნაშავეებს  არ სთხოვს პასუხს".- - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა

ქვეყანა თამაზ გინტურს ემშვიდობება - ამ წუთებში, რუსების მიერ მოკლული საქართველოს მოქალაქე გორის ეკლესიიდან გამოასვენეს და  მშობლიური კირბალისკენ, უკანასკნელ გზაზე აცილებენ.

რუსი ოკუპანტების მსხვერპლი ქართველი მამაკაცისთვის პატივის მისაგებად ხალხი საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდან ჩავიდა.

თამაზ გინტური ოკუპანტებმა ომიდან 15 წლის შემდეგ კირბალის ლომისას სალოცავთან, საკუთარ მანქანაში ჩაცხრილეს. ირკვევა, რომ საქართველოს მოქალაქეს მკვლელობაში ცხრა რუსი ოკუპანტი მონაწილეობდა. 

მსგავსი სიახლეები