როცა დრო მოვა, გეტყვით - დაიწყო თუ არა კალაძემ წინასაარჩევნო კამპანია

15.06.21 11:16
როცა დრო მოვა, გეტყვით - დაიწყო თუ არა კალაძემ წინასაარჩევნო კამპანია

თბილისის მერმა, კახა კალაძემ, მისი საქმიანობის ანგარიში წარადგინა. უკავშირდება თუ არა მისი აქტიურობა საარჩევნო კამპანიის დაწყებას, კალაძე პასუხობს, რომ ამას საზოგადოება გაიგებს მაშინ, როცა ამის დრო მოვა. 

კალაძე არ პასუხობს, იქნება თუ არა ის კვლავ "ქართული ოცნების"  მერობის კანდიდატი.

როდესაც ამის დრო მოვა, აუცილებლად გეტყვით და მოგაწოდებთ ინფორმაციას. რაც შეეხება ანგარიშს, მე როგორც დღეს ქალაქის მერს, წელს შემოდგომაზე მეწურება ვადა, ვალდებული ვარ, ყველა ამ მიმართულებით ჩავაბარო სრული ინფორმაცია იმ პროექტებთან დაკავშირებით, რომელიც გაკეთდა, ან  ვერ გაკეთდა", - ამბობს კახა კალაძე.