გინტურმა ოკუპაციასთან შეურიგებლობა აჩვენა, მისი მსხვერპლი უკვალოდ არ ჩაივლის - ბადრი ჯაფარიძე
გინტურმა ოკუპაციასთან შეურიგებლობა აჩვენა, მისი მსხვერპლი უკვალოდ არ ჩაივლის - პარტია "ლელო საქართველოსთვის" ლიდერი ბადრი ჯაფარიძე გორში იმყოფება და რუსი ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტურს ემშვიდობება.
როგორც ჯაფარიძე ამბობს, რომ თამაზ გინტურმა ოკუპაციასთან შეურიგებლობა აჩვენა.
მან აჩვენა მაგალითი ოკუპაციასთან შეურიგებლობის. მისი ეს მსხვერპლი არ ჩაივლის უკვალოდ. ესეთ ადამიანებზე იდგა ყოველთვის საქართველოს დამოუკიდებლობა და დეოკუპაცია სწორედ ასეთ ადამიანებს მოჰქონდათ და აუცილებლად მოიტანს ეს მსხვერპლი დეოკუპაციას - აღნიშნა ბადრი ჯაფარიძემ.
ქვეყანა თამაზ გინტურს ემშვიდობება - ამ წუთებში, რუსების მიერ მოკლული საქართველოს მოქალაქე გორის ეკლესიიდან გამოასვენეს და მშობლიური კირბალისკენ, უკანასკნელ გზაზე აცილებენ.
რუსი ოკუპანტების მსხვერპლი ქართველი მამაკაცისთვის პატივის მისაგებად ხალხი საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდან ჩავიდა.
თამაზ გინტური ოკუპანტებმა ომიდან 15 წლის შემდეგ კირბალის ლომისას სალოცავთან, საკუთარ მანქანაში ჩაცხრილეს. ირკვევა, რომ საქართველოს მოქალაქეს მკვლელობაში ცხრა რუსი ოკუპანტი მონაწილეობდა.