ბოღმიანი, ღვარძლიანი, და მატყუარა პრემიერი მუდმივად ივანიშვილის ხელის პატარა ბიჭად დარჩება - ჩიხლაძე

11.11.23 13:47
ბოღმიანი, ღვარძლიანი, და მატყუარა პრემიერი მუდმივად ივანიშვილის ხელის პატარა ბიჭად დარჩება - ჩიხლაძე

"ბოღმიანი, ღვარძლიანი, და მატყუარა პრემიერი მუდმივად ივანიშვილის ხელის პატარა ბიჭად დარჩება" - ასე ეხმაურება "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი სერგო ჩიხლაძე პარიზში გამართულ მშვიდობის ფორუმზე ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლას.

სერგო ჩიხლაძის თქმით, ასეთი ადამიანი, როდესაც წარმოაჩენს საქართველოს საერთაშორისო არენაზე, კატასტროფაა. 

უნდა ესაუბრა, რომ კანდიდატის სტატუსი როგორ შეცვლის საქართველოს, რას გააკეთებს ის პირადად იმ 9 პირობის შესასრულებლად. ამის ნაცვლად ჩვენ მივიღეთ ღვარძლიანი, ბოღმიანი, მატყუარა პრემიერ-მინისტრი. ეს ადამიანი ვერასდროს ვერ გახდება პრემიერი, ის მუდმივად დარჩება ივანიშვილის ხელის პატარა ბიჭად. ეს ვნახეთ ჩვენ. რა თქმა უნდა, ასეთი ადამიანი, როდესაც წარმოაჩენს საქართველოს საერთაშორისო არენაზე, ეს არის კატასტროფა - ჩიხლაძე.

როგორ გამოიყენა ფრანგული ტრიბუნა ღარიბაშვილმა და რა მიზნით? - ამ დრომდე პოლიტიკური განხილვის საგნად არის ქცეული პრემიერის ბოლო გზავნილები. 

პრემიერი, რომლის ქვეყნის მოქალაქეც რამდენიმე დღის წინ რუსებმა მოკლეს, საფრანგეთში გამართულ მშვიდობის ფორუმზე ამ დანაშაულს არ გამოხმაურებია.

 

მსგავსი სიახლეები