პრემიერის საუბარი მშვიდობაზე, რუსული პირით საუბარს ჰგავს - ხაბეიშვილი
ენმ-ს თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, მაშინ როდესაც თამაზ გინტურს ემშვიდობება საქართველო და ქვეყანაში გლოვაა, პრემიერის გამოსვლა საფრანგეთში და მშვიდობაზე საუბარი, რუსული პირით საუბარს ჰგავს.
დღევანდელ დღეს ამაზე საუბარი, რომ მშვიდობაა, როცა ვემშვიდობებით პატრიოტ ქართველს, არარელევანტურია, უცნაურია და რუსული პირით საუბარს ჰგავს", - ამბობს ხაბეიშვილი.
როგორ გამოიყენა ფრანგული ტრიბუნა ღარიბაშვილმა და რა მიზნით? - ამ დრომდე პოლიტიკური განხილვის საგნად არის ქცეული პრემიერის ბოლო გზავნილები.
პრემიერი, რომლის ქვეყნის მოქალაქეც რამდენიმე დღის წინ რუსებმა მოკლეს, საფრანგეთში გამართულ მშვიდობის ფორუმზე ამ დანაშაულს არ გამოხმაურებია