საქართველოს მხრიდან ნატოს წევრობაზე სერიოზულად საუბარი თითქმის გამორიცხულია - გიორგი რუხაძე

15.06.21 11:29
საქართველოს მხრიდან ნატოს წევრობაზე სერიოზულად საუბარი თითქმის გამორიცხულია - გიორგი რუხაძე

საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტები  ნატოს სამიტის კომუნიკეს აფასებენ. GSAC-ის დამფუძნებელი, გიორგი რუხაძე, ფიქრობს, სამიტზე საქართველომ ფაქტობრივად ვერაფერი მიიღო, გარდა ჩანაწერისა. 

ამ კომუნიკეში ახალი არაფერი არ არის. პირველი სამიტია, როცა საქართველო ჩანაწერის გარდა არაფერს არ იღებს. მეორე არის ის, რომ მიშელის დოკუმენტი ფაქტობრივად მოხვდა ნატოს კომუნიკეში, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველო დემოკრატიული რეფორმების გზაზე სერიოზულ ნაბიჯებს არ გადადგამს, სანამ ჩვენ არ მივიღებთ სამართლიან არჩევნებს, საქართველოს მხრიდან ნატოს წევრობაზე სერიოზულად საუბარი უკვე თითქმის გამორიცხულია, იმხელა აქცენტია გაკეთებული იგივე მიშელის დოკუმენტზე და იგივე დემოკრატიულ რეფორმებზე", - ამბობს გიორგი რუხაძე. 

შეგახსენებთ, რომ ნატოს გუშინდელი სამიტის შემდეგ კომუნიკე გამოქვეყნდა, რომელში საუბარი საქართველოზეც არის.