ივანიშვილის იმედი შავ სიაში - სკანდალური ჟურნალისტური გამოძიება
"ნოდარ მელაძის შაბათის" ჟურნალისტური გამოძიება - აღმოჩენილია საქართველოში პუტინის კარის ოლიგარქების ფულის სამალავი.
გასულ კვირას სკანდალური ინფორმაცია გასკდა, რუსი ოლიგარქი ალიშერ უსმანოვი, რომელიც დიქტატორ ვლადიმერ პუტინის მეგობარია, მილიონებს ქართულ ბანკში, კერძოდ "ლიბერთი ბანკში" ინახავდა.
ჟურნალისტური გამოძიებით დგინდება, რომ პუტინის უახლოესმა მეგობარმა, ქართული ბანკებით სარგებლობა რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ, 2022 წლის აგვისტოში დაიწყო.
70 წლის რუს მილიარდერ ალიშერ უსმანოვს უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან მალევე, 2022 წლის 3 მარტს დაუწესდა საერთაშორისო სანქციები.
2023 წლის 12 აპრილს, - ზუსტად მაშინ, როცა შეერთებულმა შტატებმა უსმანოვის კომპანიებს, მათ შორის „მეტალოინვესტს“, დაუწესა სანქციები, - სანქცირებულთა სიაში ბიძინა ივანიშვილის ახლო მეგობარი, „რუსი ოლიგარქების მარჯვენა ხელი“ კრისტოდულოს ვასილიადისიც შეიყვანა.
მისი სანქცირების ერთ-ერთი მიზეზი სწორედ რუსი ოლიგარქის ალიშერ უსმანოვის დახმარება იყო.
საინტერესოა ბიძინა ივანიშვილისა და აშშ- ის მიერ სანქცირებული ვასილიადისის კავშირები:
2012 წელს, როდესაც წინა ხელისუფლების დროს, მაშინდელმა ხელისუფლებამ ივანიშვილის „ქართუ ჯგუფის“ აქციები დააყადაღა, სწორედ ვასილიადისი იცავდა „ქართუს“ ინტერესებს, მაშინ ვასილიადისი ამტკიცებდა, რომ ივანიშვილს "ქართუსთან" არავითარი შემხებლობა არ ჰქონია.
დადგენილია, რომ ვასილიადისის ოფშორული კომპანიის, სანქცირებული „ლედრას“ შვილობილი ფირმა, „კრისტა“, წლების განმავლობაში ფლობდა „ქართუ ფონდს“ და „აგრო ქართუს“;
ივანიშვილის იმედი შავ სიაში - ვრცლად მაკა ანდრონიკაშვილის სპეციალურ რეპორტაჟში