დაწევს თუ არა საარჩევნო ბარიერს "ოცნება" - რა მოლოდინი აქვს მესამე სექტორს?
დაწევს თუ არა საარჩევნო ბარიერს "ქართული ოცნება" - ხელისუფლების მიერ მიშელის დოკუმენტის ანულირების შემდეგ მესამე სექტორში ფიქრობენ, რომ კობახიძის გუნდის წევრებს ძალაუფლების დაკარგვის ეშინიათ, ამიტომ ბარიერს არ დაწევენ.
"სამართლიანი არჩევნების" აღმასრულებელი დირექტორი ნინო დოლიძე ამბობს, რომ ევროკომისია არა მხოლოდ რეფორმას, არამედ საარჩევნო პროცესსაც დააკვირდება და მათი ერთ-ერთი მოთხოვნაც, სავარაუდოდ, სწორედ ბარიერის დაწევას გულისხმობს.
არა მხოლოდ რეფორმას, არამედ პროცესსაც დააკვირდებიან ევროპელი პარტნიორები და შემდგომი შეფასების დროს ერთ-ერთი კრიტერიუმი ნამდვილა იქნება როგორ ჩატარდება ჩვენს ქვეყანაშ საპარლამენტო არჩევნები. ამსტან ერთად, საუბარია კიდევ რამენიმე რეკომენდაციაზე არცევნების ჭრილში. ერთ-ერთია ამომრჩევლის სათანადო წარმომადგენლობა, ადეკვატური, ასეთი სიტყვა წერია, რაც საარჩვენო სისტემებს უფორ მეტად უკავშირდება, წესით, და სავარაუდოდ, საუბარია ბარიერის საკითხზე. ოპტიმალური ბარიერი, რომელიც ქვეყნის კონტექსტს მოერგება და უფრო მეტად ასახავს ამომრჩევლის ხმას საქართველოს პარლამენტში, რა თქმა უნდა უკეთესია, რაც უფრო დაბალია ბარიერი, უფრო მეტი პარტია ახერხებს, უფრო წარმომადგენლობითია, რაც ნიშნავს იმას, რომ დაკარგული ხმების ნაწილია და დაკარგული მანდატების დროს სახელისუფლებო პარტიას შესაძლოა, ნაკლები მანდატი ჰქონდეს, ვიდრე უფრო მაღალი ბარიერის დროს, - ამბობს ნინო დოლიძე.
ცესკოს წევრი "ლელოდან" გიორგი სიორიძე ამბობს, რომ არჩევნების საკითხთან მიმართებაში ევროკომისია უკომპრომისო იქნება.
ეს ალბათ უნდა იყოს სიგნალი იმისა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ევროკავშირი იქნება უკომპრომისო და არ შეიძლება ამ საკითხებით "ქართული ოცნების" მხრიდან რაღაცა ვაჭრობაზე წასვლა. პირდაპირ არის მითითებული ევროკომისიის ანგარიშში, რომ ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის რეკომენდაციები აუცილებლად უნდა შესრულდეს და საჭიროა ფუნდამენტური საარჩევნო რეფორმის გახორციელება, - ამბობს გიორგი სიორიძე.